„15 მეტასტაზი გაუქრა თავიდან...“ - სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც ონკოლოგიურ პაციენტებს კურნავს
1773863760
ირანის ომი ტრამპის ადმინისტრაციის „ყველაზე დიდი შეცდომაა“, – ამის შესახებ ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ბადრ ალბუსაიდიმ განაცხადა, რომელიც ომის დაწყებამდე ირანს და აშშ-ს შორის მოლაპარაკებების შუამავალი იყო.
ომანის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა მოუწოდა ამერიკის მოკავშირეებს, ჩაერიონ და დაეხმარონ „უკანონო ომის“ დასრულებაში.
ალბუდსაიდი აცხადებს, რომ რეგიონის ერებს შორის არსებული შედარებითი მშვიდობა და კეთილდღეობა ახლა საფრთხის ქვეშაა, რადგან აშშ-მა „დაკარგა კონტროლი საკუთარ საგარეო პოლიტიკაზე“.
„ამერიკის მეგობრებისთვის კითხვა მარტივია. რა შეგვიძლია, გავაკეთოთ, რომ ზესახელმწიფო ამ არასასურველი ჩახლართულობიდან გამოვიყვანოთ? პირველ რიგში, ამერიკის მეგობრებს აკისრიათ პასუხისმგებლობა, თქვან სიმართლე. ეს იწყება იმით, რომ ამ ომში ორი მხარეა, რომლებიც ამით ვერაფერს მოიგებენ და რომ როგორც ირანის, ასევე ამერიკის ეროვნული ინტერესები საომარი მოქმედებების რაც შეიძლება მალე დასრულებაშია“, – აღნიშნა ბად ალბუსაიდიმ.
ომანის საგარეო საქმეთა მინისტრმა დასძინა, რომ, როგორც ჩანს, ისრაელმა „დაარწმუნა“ აშშ, რომ ომი ადვილი მოსაგებია, მაგრამ ისრაელის მიზნების მისაღწევად აშშ-ს მოუწევს ჯარების გაგზავნა ადგილზე და ისეთი ხანგრძლივი ომის დაწყება, რომლის დასრულების პირობაც ტრამპმა დადო.