„განვლილმა მუნდიალმა უდიდესი ფეხბურთელი დაკარგა", - Athletic-ი ხვიჩა კვარაცხელიაზე
1786871805
ევროპაში მიმდინარე წლის ივნისში დაფიქსირებულმა სიცხემ უჩვეულოდ მაღალი ლეტალობა გამოიწვია. რეკორდული სიცხის ტალღის დროს კონტინენტზე ჩვეულებრივ მაჩვენებელთან შედარებით დაახლოებით 16 000-ით მეტი ადამიანი გარდაიცვალა.
როგორც გამოცემა The New York Times წერს, სიკვდილიანობის ძირითადი ნაწილი ჩრდილოეთ და დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე - საფრანგეთზე, ბელგიასა და გერმანიაზე მოდის. რეგიონი, რომელიც მსგავს ექსტრემალურ ტემპერატურებს არ არის მიჩვეული, გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა და რეაგირება გაუჭირდა.
მიუხედავად იმისა, რომ ივნისის ბოლოს კონტინენტის დიდ ნაწილში, მათ შორის ესპანეთსა და იტალიაში, ტემპერატურამ 100 ფარენგეიტს გადააჭარბა, სიკვდილიანობა მკვეთრად სწორედ ჩრდილო-დასავლეთ ევროპაში გაიზარდა. სამხრეთ ევროპის ქვეყნებს საუკუნეების განმავლობაში აქვთ გამომუშავებული ექსტრემალურ სიცხეებთან გამკლავების მეთოდები, მაშინ როცა ჩრდილოეთში კონდიციონერების გამოყენება კვლავ დაბალ ნიშნულზე ნარჩუნდება.
მეცნიერები აფრთხილებენ საზოგადოებას, რომ კლიმატის ცვლილების ფონზე მსგავსი კატაკლიზმები შესაძლოა გახშირდეს, რაც ცივი კლიმატისთვის აშენებული ქვეყნებისგან მზაობის მნიშვნელოვან გაზრდას მოითხოვს.