ქორწილის წინ ჯორჯინას სქელი უწოდეს - ფეხბურთელის პასუხმა კრიტიკოსები გააჩუმა

რონალდუ

41 წლის კრიშტიანუ რონალდუ და 32 წლის ჯორჯინა როდრიგესი, რომლებიც 2016 წლის შემდეგ ერთად არიან, 8 აგვისტოს ფეხბურთელის მშობლიურ ქალაქ ფუნშალში დაქორწინდნენ. 

მას შემდეგ, რაც ჯორჯინამ ოჯახური ფოტო სოციალურ ქსელში გააზიარა, გამომწერებისგან წონის გამო კრიტიკა დაიმსახურა. რონალდუმ საყვარელი ქალი ასე დაამშვიდა: „ულამაზესი ხარ, შესანიშნავი ტანი გაქვს, საუკეთესო დედა ხარ, წარმატებული და სიყვარულით სავსე ადამიანი. მეტი რა უნდა გინდოდეს? ბუნებრივია, როცა შენი შურთ“.

ჯორჯინას მხარი დაუჭირა ცნობილმა ტელეწამყვანმა და რონალდუს გულშემატკივარმა პირს მორგანმაც: „დაუჯერებელია, საერთოდ რატომ გიწევს თავის მართლება. ბრწყინვალედ გამოიყურები, კრიშტიანუ კი შენ გვერდით ბედნიერია“.