ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიამ “დემოკრატიის ფორუმი” უარი თქვა დაესწროს პარლანენტის სხდომას, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი სიტყვით გამოდის

ლიდევი დი ვოს

ნიდერლანდების ულტრამემარჯვენე პარტიის “დემოკრატიის ფორუმი” ლიდერმა, ლიდევი დი ვოსმა X-ზე დაწერა, რომ პარტიის წარმომადგენლები უარს აცხადებენ დაესწრნენ პარლამენტის სხდომას, სადაც ზელენსკი სიტყვით გამოდის.

მისი თქმით, სხდომას იმ შემთხვევაში დაესწრებოდნენ, მათთვის შეკითხვების დასმის შესაძლებლობა რომ ყოფილიყო უზრუნველყოფილი, თუმცა არსებული ფორმატი მისი თქმით, “არასწორია”.

ის წერს, რომ უნდა მოითხოვონ, აშშ და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ, რათა მსოფლიოში მშვიდობა საბოლოოდ დამყარდეს. “დღესაც, “დემოკრატიის ფორუმის” წარმომადგენლები პარლამენტში ზელენსკის სიტყვით გამოსვლას არ დაესწრებიან. კითხვების დასმის შესაძლებლობა რომ გვქონოდა, რა თქმა უნდა, მონაწილეობას მივიღებდით, მაგრამ ამჟამინდელი ფორმატი ფუნდამენტურად არასწორია: ის თითქოს გულისხმობს, რომ ეს „ჩვენი ომია“ და ამით წარმოადგენს შენიღბულ მხარდაჭერას. ჩვენ ამას არ ვაპირებთ, ასეთ პროცესში მონაწილეობას ვერ მივიღებთ. ზელენსკის მეშვეობით კონფლიქტის შემდგომი ესკალაციის მხარდაჭერის ნაცვლად, ჩვენ უნდა მოვითხოვოთ, რომ აშშ და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ და შეთანხმებას მიაღწიონ, რათა ჩვენს კონტინენტზე საბოლოოდ დამყარდეს მშვიდობა”- დაწერა ლიდევი დი ვოსმა.