გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ დღეს ის მთავრობას დაჯგუფება „ჰამასთან“ მიღწეულ სამშვიდობო შეთანხმებას განიხილავს და კაბინეტის წევრებს დაარწმუნებს, რათა მათ ეს დოკუმენტი დაამტკიცონ.
ნეთანიაჰუ მადლობას უხდის ისრაელის ჯარისკაცებს, აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპსა და მის გუნდს. როგორც ისრაელის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, მათი თავგანწირვის გარეშე წარმატების მიღწევა შეუძლებელი იქნებოდა.
„დიადი დღე ისრაელისთვის. მე დავარწმუნებ მთავრობას დაამტკიცოს შეთანხმება, რათა ყველა ჩვენი მძევალი სახლში დაბრუნდეს. მადლობას ვუხდი ისრაელის თავდაცვის არმიის („ცაჰალის“) გმირ ჯარისკაცებსა და უსაფრთხოების ძალებს, მადლობა მათ მამაცობისა და თავდადებისთვის, რის წყალობითაც დღევანდელ დღემდე მოვედით. გულითადად მადლობას ვუხდი პრეზიდენტ ტრამპს და მის გუნდს მათი მობილიზაციისთვის, რათა მძევლები გათავისუფლებულიყვნენ. ღვთის წყალობით ჩვენ ერთად მივაღწევთ ჩვენს მიზნებს და მეზობლებთან მშვიდობას გავაძლიერებთ“, - დაწერა ნეთანიაჰუმ.