"პირველებმა ჩემგან უნდა გაიგოთ..." - ნიკოლოზ ქართველი და სალომე უშხავნი დაშორდნენ
1753788663
გერმანიაში, რეგიონალურ მატარებელში თავდასხმა მოხდა.
თავდასხმის დროს 17 წლის გოგო თავის არეში დაიჭრა. გოგონა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
სამართალდამცველების თქმით, დაშავებული გოგოს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
37 წლის კაცმა რეგიონული მატარებლის რამდენიმე ვაგონი გაიარა და მგზავრებს დაემუქრა.
პოლიციაში აცხადებენ, რომ კაცმა ნაჯახით მატარებლის ინვენტარი დააზიანა. პოლიცია არ ასაჯაროებს ინფორმაციას, როგორ დაშავდა 17 წლის მგზავრი.
ამასთან, სამართალდამცველები არ ასაჯაროებენ ინფორმაციას იმის თაობაზე განზრახ დაესხა თუ არა თავს კაცი 17 წლის გოგოს.
მატარებელი მალევე გააჩერა ფედერალურმა და სახელმწიფო პოლიციამ, ხოლო თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს.
ჯერჯერობით, დანაშაულის ჩადენის შესაძლო რელიგიური ან პოლიტიკური მოტივების შესახებ რაიმე კონკრეტული მტკიცებულება არ არსებობს.