მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი - ნეთანიაჰუ

 ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრი, ბენიამინ ნეთანიაჰუ იმედოვნებს, რომ ათი წლის განმავლობაში ისრაელი აშშ-ის სამხედრო მხარდაჭერაზე აღარ იქნება დამოკიდებული.

„მე მსურს ნულამდე დავიყვანო ამერიკული ფინანსური მხარდაჭერა, ჩვენს სამხედრო თანამშრომლობაში არსებული ფინანსური კომპონენტი“, - განუცხადა ნეთანიაჰუმ CBS News-ის გადაცემას „60 წუთი“ (60 Minutes).

ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი აშშ-ისგან წელიწადში დაახლოებით 3.8 მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას იღებს. შეერთებული შტატები დათანხმდა, რომ 2018 წლიდან 2028 წლამდე პერიოდში ისრაელს, ჯამში, 38 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება გაუწიოს.

თუმცა, ნეთანიაჰუს თქმით, ახლა „აბსოლუტურად“ შესაფერისი დროა აშშ-ისრაელის ფინანსური ურთიერთობების შესაძლო გადახედვისთვის.

„არ მინდა შემდეგ კონგრესს ველოდო“, - განუცხადა მან CBS-ს — „მსურს, ეს პროცესი ახლავე დავიწყო“.