ცნობილია, გორში ავარიისას დაღუპული დედა-შვილის ვინაობა
1784008972
ჰორმუზის სრუტეში კონფლიქტის გამწვავების გამო მსოფლიოში ნავთობის ფასები კვლავ გაიზარდა.
მედიის ცნობით, ბრენტის მარკის ნავთობის ფასი ერთ ბარელზე 1.9%-ით გაიზარდა და 84.87 აშშ დოლარი შეადგინა, რაც შეეხება აშშ-ში ნავთობის ფასს, ის 2%-ით გაიზარდა და 79.75 აშშ დოლარს მიაღწია.
მედიის ცნობით, ნავთობის ფასის ზრდას აშშ-ირანის კონფლიქტის განახლება და ახლო აღმოსავლეთში განხორციელებულ იერიშები განაპირობებს.
როგორც „ბიბისი“ წერს, ნავთობის ფასმა ერთ ბარელზე რეკორდულ 120 აშშ დოლარს აპრილის ბოლოს მიაღწია.