ნახეთ ცვლილება, რომელიც 1 ივნისიდან ამოქმედდება
1745696182
რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ ვატიკანი მზად არის ყველაფერი გააკეთოს მოსკოვსა და კიევს შორის შუამავლობისთვის. ამის შესახებ მან იტალიურ გაზეთ La Stampa-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ ყველა უნდა ვიყოთ პაციფისტები. მშვიდობა იარაღით ვერ მიიღწევა“, - აღნიშნა რომის პაპმა და დასძინა, რომ ორ ქვეყანას შორის დიალოგი უნდა შედგეს.
ასევე, ფანცისკემ განაცხადა, რომ რუსი სამხედროების სისასტიკე, რომლითაც ისინი მოქმედებენ უკრაინაში არ არის დამახასიათებელი რუსი ხალხისთვის.