ტრაგედია ჩაქვში - მატარებლის დაჯახებას ახალგაზრდა კაცი ემსხვერპლა
1786901736
ასაკოვანი მშობლების მკვლელობისა და მათი დანაწევრების ბრალდებით პენსილვანიელი ქალი დააკავეს. ამის შესახებ ამერიკული მედია იტყობინება.
როგორც გამოცემა წერს, 43 წლის ვერიტი ბეკმა დანაწევრებამდე ორივე მშობელს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა. ქალს პირველი ხარისხის მკვლელობასა და იარაღის უკანონო ფლობის მუხლით ბრალდება წარუდგინეს.
ადგილობრივი სამართალდამცველების ცნობით, მოკლულია 73 წლის კაცი და 72 წლის ქალი. სასამართლომ დაადგინა, რომ ორივე მსხვერპლი თავის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებით გარდაიცვალა.