„ეს მოხდება წლის ბოლომდე...“ - ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
1755460048
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი აცხადებს, რომ აუცილებელია ცეცხლის შეწყვეტა და ამისთვის, რუსეთზე ზეწოლის გაზრდა. ამის შესახებ მერცმა თეთრ სახლში მიმდინარე გაფართოებულ შეხვედრაზე განაცხადა.
„ბატონო პრეზიდენტო დონალდ, დიდი მადლობა ჩვენი მიღებისთვის. ვფიქრობ, ეს ძალიან სასარგებლოა, რომ ვიკრიბებით და ვისმენთ, რომ თქვენ ორს ისეთი კარგი შეხვედრა გქონდათ დღეს აქ, ვაშინგტონში. მომდევნო ნაბიჯები უფრო რთულია. ახლა გზა ღიაა. თქვენ გახსენით იგი გასულ პარასკევს. მაგრამ ახლა გზა ღიაა რთული მოლაპარაკებებისთვის და გულწრფელად რომ ვთქვათ, ყველას გვსურს, რომ შემდეგ შეხვედრაზე ცეცხლის შეწყვეტა და განახლებული ინფორმაცია ვიხილოთ. ვერ წარმომიდგენია, რომ შემდეგი შეხვედრა მოხდება ცეცხლის შეწყვეტის გარეშე. ასე რომ, ვიმუშაოთ ამაზე და ვეცადოთ ზეწოლა მოვახდინოთ რუსეთზე, რადგან ამ ძალისხმევის სანდოობა, ის ძალისხმევა, რომელსაც დღეს ვახორციელებთ, დამოკიდებულია სერიოზული მოლაპარაკებების დაწყებიდანვე ცეცხლის შეწყვეტაზე.
ასე რომ, მინდა, ამ ასპექტზე აქცენტი გავაკეთო და მინდა, ცეცხლის შეწყვეტა ვიხილო შემდეგი შეხვედრიდან, რომელიც უნდა იყოს სამმხრივი შეხვედრა“, – აღნიშნა მერცმა.
ტრამპმა მერცის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ზელენსკის უნდა მისცენ საშუალება, წავიდეს და ესაუბროს რუსეთის პრეზიდენტს და ნახონ, რა გამოვა აქედან.
„იმ ომებში, რომლებიც მე დავასრულე, ცეცხლის შეწყვეტა არ მქონია“, – თქვა ტრამპმა.
თეთრ სახლში გაფართოებულ შეხვედრაში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე და ევროპელი ლიდერები მონაწილეობენ. მანამდე პირისპირ შეხვედრა გაიმართა დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.