ვრცელდება დედის და ბებიის დაკავების კადრები, რომლებმაც 8 წლის ბიჭი სცემეს და საღორეში ჩაკეტეს
1745667003
ოქეშ ერმასოღლუ - ეს ქალაქ ერზინის მერია. ის ადგილობრივებისთვის გმირად იქცა.
მაშინ, როცა სტიქიამ თითქმის მთლიანად მიწასთან გაასწორა თურქეთის ჰათაის პროვინცია, ამავე პროვინციაში არის ერთი ქალაქი ერზინი, სადაც ერთი შენობაც კი არ დანგრეულა, მიუხედავად იმისა, რომ 7.7 და 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მქონე ორჯერ გამეორებული მიწისძვრის ძალა ამ ქალაქშიც ისეთივე იყო, როგორც ჰათაის სხვა ადგილებში.
„მე მაქვს ძალიან სუფთა სინდისი, იმის გამო რომ ჩვენ არ დავუშვით უკანონო მშენებლობები. რა თქმა უნდა თუ არ დაუშვებ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც სხვა გზას იპოვის, თუმცა ამასთან საბრძოლველადაც გვაქვს კონკრეტული მექანიზმები. უკანონო მშენებლობას 100 პროცენტით ვერ ვაფერხებ, თუმცა გარკვეულწილად შესაძლებელია მისი შემცირება. არანაირ დათმობაზე არ წავედი და ეს ბევრ ადამიანთან ურთიერთობის გაფუჭებად დამიჯდა“ - ამბობს დანგრევას გადარჩენილი ქალაქის მერი.