მე არ ვარ ეპშტეინის მსხვერპლი - მელანია ტრამპი

მელანია ტრამპი

მელანია ტრამპმა უპასუხა ბრალდებებს პედოფილი ფინანსისტი ეპშტეინის წრეში მის ჩართულობაზე და აღნიშნა, რომ ის არ არის მისი მსხვერპლი.

აშშ-ის პირველი ლედი აცხადებს, რომ არასდროს ყოფილა ჯეფრი ეპშტეინის მეგობარი. მისი თქმით, ის და დონალდ ტრამპი ეპშტეინთან ერთად მხოლოდ იმის გამო ხვდებოდნენ სხვადასხვა წვეულებებზე, რომ ნიუ-იორკისა და პალმ-ბიჩის სოციალური წრეები ხშირად იკვეთებიან.

​მელანია ტრამპმა თქვა, რომ გისლეინ მაქსველთან (ეპშტეინის მეგობარი ქალი, მსჯავრდებულია არასრულწლოვანთა სექს-ტრეფიკინგში) მხოლოდ თავაზიანი და შემთხვევითი მიმოწერა ჰქონდა. პირველი ლედი ამბობს, რომ ეპშტეინს ის დონალდ ტრამპისთვის არ გაუცნია.

მელანიას თქმით, მათ ერთმანეთი შემთხვევით, 1998 წელს ნიუ-იორკში გამართულ წვეულებაზე გაიცნეს. ​ მელანია ტრამპი გმობს მის წინააღმდეგ გავრცელებულ „ბოროტ განზრახვებს“ და ამბობს, რომ ეს მისი რეპუტაციის შელახვის მცდელობაა