მძიმე ვითარებაა იზმირში - ხანძრის ჩასაქრობად მუშაობს ათასამდე მეხანძრე-მაშველი, 11 თვითმფრინავი და 27 ვერტმფრენი

ხანძარი

სტიქიური უბედურების ზონაა იზმირი. თურქეთის დასავლეთ ნაწილში მდებარე პროვინციაში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან. ქრობის სამუშაოებს ძლიერი ქარი და მშრალი ამინდი აფერხებს.

მობილიზებულია ათასამდე მეხანძრე-მაშველი, 11 თვითმფრინავი და 27 ვერტმფრენი.

ვრცელდება ინფორმაციას სამი დაშავებულის შესახებ. ხანძრის მიმდებარე რაიონებიდან მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია.

დაკვამლიანების გამო მუშაობა შეაჩერა იზმირის აეროპორტმა.