დემენციის ხუთი ადრეული ნიშანი, რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ
1792693951
მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, ქალაქ ჰებრონთან თავდასხმის შედეგად ისრაელის არმიის ორი ჯარისკაცი დაიღუპა, სამი დაშავდა. ისრაელის მედიის თანახმად, ინციდენტი საკონტროლო პუნქტთან მოხდა.
შეიარაღებული დაპირისპირების შედეგად ადგილზე ორი პალესტინელი შეიარაღებული პირი მოკლეს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ ისრაელი გაანადგურებს ჰებრონის იმ უბანს, საიდანაც იყვნენ ის შეიარაღებული პირები, რომლებმაც დღეს დასავლეთ ნაპირზე თავდასხმა განახორციელეს.
„უპირველეს ყოვლისა, ვიმოქმედებთ, რომ ეს ადგილი გავანადგუროთ და სრულად შევცვალოთ. ჩვენ გავაკეთებთ იმას, რაც აქამდე არ გაკეთებულა: გამოვიყენებთ იმ წარმატებულ და აგრესიულ მოდელს, რომელიც ლტოლვილთა ბანაკებში გამოვიყენეთ. ბანაკებში, რომლებიც, არსებითად, ტერორისტთა დასაყრდენი პუნქტებია“, – აცხადებს ნეთანიაჰუ.
ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელის თავდაცვის ძალებს დასავლეთ სანაპიროზე მასშტაბური ოპერაციის ჩატარების გეგმები აქვთ, ყველაზე მასშტაბურის მას შემდეგ, რაც ისრაელმა ეს ტერიტორია 1967 წელს დაიკავა.