მასუდ ფეზეშქიანი: 14 მილიონზე მეტმა ამაყმა ირანელმა გამოაცხადა მზადყოფნა, ირანის დასაცავად თავი გაწიროს, მეც ვიყავი, ვარ და ვიქნები ირანისთვის თავგანწირული

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი

ირანის პრეზიდენტი მასუდ ფეზეშქიანი აცხადებს, რომ 14 მილიონზე მეტი ირანელი მზად არის, ქვეყნის დაცვას თავი შესწიროს.

მისივე თქმით, თავადაც ყოველთვის მზად იყო, არის და იქნება, ქვეყანას თავი შესწიროს.

„14 მილიონზე მეტმა ამაყმა ირანელმა ამ მომენტამდე გამოაცხადა მზადყოფნა, ირანის დასაცავად თავი გაწიროს. მეც ვიყავი, ვარ და ვიქნები ირანისთვის თავგანწირული“, – აცხადებს მასუდ ფეზეშქიანი.