მარკო რუბიომ რუსეთ-უკრაინის ომს უაზრო უწოდა

მარკო რუბიო

მარკო რუბიომ უკრაინაში ომს უაზრო უწოდა და განაცხადა, რომ ის უნდა დასრულდეს. გერმანული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ისიც აღნიშნა, რომ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე ომში არავინ იგებს.

„არ მგონია ვინმე იგებდეს. რუსები ახლა კვირაში 7-8 ათას ჯარისკაცს იღებენ, დაჭრილებისა და დაღუპულების ჩათვლით. უკრაინამაც უზარმაზარი ზიანი განიცადა, მათ შორის იერიშები ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე. ამ ქვეყნის აღდგენას მილიარდობით დოლარი და მრავალი წელი დასჭირდება. ეს უაზრო ომია. ჩვენ უნიკალურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, როგორც ალბათ ერთადერთი ქვეყანა დედამიწაზე, რომელსაც შეუძლია ორივე მხარე ერთად დასვას და ომის მოლაპარაკებების გზით დასრულების შესაძლებლობა განიხილოს. ეს ჩვენი ვალდებულებაა, რომელსაც არ მოველოდებით“, - განაცხადა რუბიომ.