1751399667
მარკო რუბიო: USAID 1-ელი ივლისიდან ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას

USAID 1-ელი ივლისიდან ოფიციალურად შეწყვეტს საგარეო დახმარების განხორციელებას, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ.
„საგარეო დახმარების პროგრამებს, რომლებიც შეესაბამება [აშშ-ის] ადმინისტრაციის პოლიტიკას და ემსახურება ამერიკის ინტერესებს, სახელმწიფო დეპარტამენტი განახორციელებს. ეს უზრუნველყოფს მეტ ანგარიშვალდებულებას, სტრატეგიასა და ეფექტურობას“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.
„ჩვენ ბოდიშს არ მოვიხდით იმის აღიარებისთვის, რომ ამერიკის დიდი ხნის ერთგულება ჰუმანიტარული დახმარებისა და საზღვარგარეთ ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის მიმართ უნდა შეესაბამებოდეს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ საგარეო პოლიტიკას“, - აღნიშნულია განცხადებაში.
მარკო რუბიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ამერიკელებმა არ უნდა გადაიხადონ გადასახადები შორეულ ქვეყნებში წარუმატებელი მთავრობების დასაფინანსებლად“.