„ყველა მოსწავლისთვის სავალდებულო იქნება“ - რა სიახლე ამოქმედდება სკოლებში სექტემბრიდან
1754426959
უკეთესი წარმოდგენა გვაქვს იმ პირობების შესახებ, რომელთა საფუძველზეც რუსეთი ომის დასასრულებლად მზად იქნება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox Business-თან ინტერვიუში განაცხადა.
„ახლა ეს პირობები უნდა შევადაროთ იმას, რომელსაც ჩვენი ევროპელი მოკავშირეები და პირველ რიგში, უკრაინელები მზად არიან დაეთანხმონ. უნდა გავიგოთ, თუ რამდენად შესაძლებელია ამ პოზიციების დაახლოება? როგორ შეიძლება მათი დაახლოება?“, - განაცხადა მარკო რუბიომ.
მისი თქმით, ომის დასრულების მიზნით დათმობებზე, როგორც რუსეთი, ისე უკრაინა უნდა წავიდეს.
„ჯერ კიდევ ბევრი დაბრკოლებაა გადასალახი და ვიმედოვნებთ, რომ ამას მომდევნო რამდენიმე დღისა და საათის განმავლობაში ან შესაძლოა, კვირების განმავლობაში შევძლებთ“, - აღნიშნა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.