გაზის მიწოდება 24 საათით შეწყდება - „თბილისი ენერჯის“ გაფრთხილება
1759947174
კანადა მიესალმება დონალდ ტრამპის სამშვიდობო გეგმის პირველი ეტაპის მიღწევას.
როგორც კანადის პრემიერ-მინისტრი მარკ კარნი სოციალურ ქსელში წერს, ოტავა მოუწოდებს ყველა მხარეს, სწრაფად შეასრულონ ყველა შეთანხმებული პირობა და იმუშაონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად.
„ვულოცავ პრეზიდენტ ტრამპს და მადლობას ვუხდი კატარს, ეგვიპტეს და თურქეთს, მოლაპარაკებების მხარდასაჭერად მათი დაუღალავი შრომისთვის. მოხარული ვარ, რომ მძევლები მალე დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს. მრავალი წლის ინტენსიური ტანჯვის შემდეგ, მშვიდობა, საბოლოოდ, მიღწევადი ჩანს. კანადა მოუწოდებს ყველა მხარეს, სწრაფად შეასრულონ ყველა შეთანხმებული პირობა და იმუშაონ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის მისაღწევად“, – წერს კარნი სოციალურ ქსელში.