ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რეალისტურ შესაძლებლობას უწოდებს სადაზვერვო სამსახურების ვარაუდს, რომ უკრაინაში რუსეთის საომარი მოქმედებები შესაძლოა, მომავალი წლის ბოლომდე გაგრძელდეს.
მისი თქმით, პუტინმა კატასტროფული შეცდომა დაუშვა.
„პუტინს ჰყავს უზარმაზარი არმია. მას ძალიან რთული პოლიტიკური პოზიცია აქვს, რადგან მან კატასტროფული შეცდომა დაუშვა. სინამდვილეში, ერთადერთი ვარიანტია, რომელიც მას აქვს, გააგრძელოს არტილერიით მართული თავისი თავზარდამცემი, სასტიკი მიდგომის გამოყენების მცდელობა, რათა სცადოს უკრაინელების დამარცხება“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა ინდოეთის დედაქალაქში გამართულ პრესკონფერენციაზე.