პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დახურული სხდომა მიმდინარეობს

საგამოძიებო კომისია

პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისიის დახურული სხდომა მიმდინარეობს. დღეს ერთ-ერთი მთავარი თემა მუხროვანის სპეცოპერაციაა.

დეპუტატებმა უკვე მოუსმინეს 2009 წელს, სპეცოპერაციის დროს მოკლული პოლკოვნიკის, გია კრიალაშვილის დას, ლია კრიალაშვილს და ყოფილ სამხედროს, კობა ოთანაძეს, რომელიც მუხროვანის ამბოხის ბრალდებით იყო დაკავებული.