იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ლატვია ქვეყნიდან 800-ზე მეტ რუსს აძევებს. ინფორმაციას Politico ავრცელებს.
გამოცემა ლატვიის მოქალაქეობისა და საიმიგრაციო საკითხების ოფისზე დაყრდნობით იუწყება, რომ მთავრობამ რუსეთის 841 მოქალაქეს მიგრაციის შესახებ კანონმდებლობის მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო ქვეყნის 13 ოქტომბრამდე დატოვების აუცილებლობის შესახებ შეატყობინა.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ლატვიამ იმიგრაციის შესახებ კანონში ცვლილებები შეიტანა და რუსეთის მოქალაქეებისთვის თავის ტერიტორიაზე ყოფნის პირობები გაამკაცრა.
ლატვიაში ლეგალურად დასარჩენად რუსეთის მოქალაქეებს აპლიკაცია უნდა შეეტანათ ევროკავშირის დიდი ხნის რეზიდენტის სტატუსისთვის, ლატვიური ენის A2 დონეზე ცოდნა უნდა ეჩვენებინათ და 2025 წლის 30 ივნისამდე უსაფრთხოების შემოწმება გაევლოთ.
დეპორტაცია მათ ეხებათ ვინც მოთხოვნის შესრულება ვერ მოასწრო.