კუნძულ ბალისთან ბორანი ჩაიძირა, დაღუპულია ოთხი და დაკარგულია 30 ადამიანი

ბალი

ინდონეზიის კუნძულ ბალისთან ბორანი ჩაიძირა.

არსებული ინფორმაციით, დაიღუპა ოთხი ადამიანი, 30 კი დაკარგულია. ბორტზე სულ 65 ადამიანი იმყოფებოდა, მათგან 31-ის გადარჩენა მოხერხდა.

ამის შესახებ ინფორმაციას ინდონეზიის სამძებრო-სამაშველო სააგენტო ავრცელებს.

ბორანი დასავლეთ იავის პროვინციის პორტიდან ბალის მიმართულებით მოცურავდა.

ხომალდის ბორტზე 53 მგზავრი და ეკიპაჟის 12 წევრი იმყოფებოდა.

შემთხვევის ადგილზე სამძებრო ოპერაცია მიმდინარეობს, რასაც ძლიერი დინებები და ქარი ართულებს. ოპერაციაში ჩართულია ვერტმფრენი და 13 მყვინთავი.

ინდონეზიაში, რომელიც 17 ათასზე მეტი კუნძულისგან შემდგარი არქიპელაგია, ბორნები ტრანსპორტის გავრცელებული საშუალებაა.