„ახლა გავარკვიე, 100 ათასზე მეტი ჰქონია გადარიცხული…“ - გარდაცვლილი 22 წლის ბიჭის ბაბუა
1779220355
აშშ-ს პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი უახლოესს მომავალში რუსეთს ეწვევა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის, სპეციალურმა წარმომადგენელმა, კირილ დმიტრიევმა რუსულ მედიასთან საუბრისას განაცხადა.
დმიტრიევს არ დაუკონკრეტებია ზუსტი დრო, თუ როდის ეწვევა უიტკოფი მოსკოვს თუმცა აღნიშნა, რომ ვიზიტი უახლოეს მომავალში იგეგმება.
ცნობისთვის, უიტკოფი ბოლოს მოსკოვს გასული წლის დეკემბერში, ჯარედ კუშნერთან ერთად სტუმრობდა. მათ პუტინთან რამდენიმე საათიანი შეხვედრა გამართეს უკრაინის ომის დასრულების პოტენციურ გზებზე, თუმცა რაიმე კონკრეტული შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა.