კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი ავსტრალიაში მომხდარ თავდასხმას ეხმაურებიან

ნკ

სიდნეიში მომხდარ თავდასხმას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი და გერმანიის კანცლერი გამოეხმაურნენ. კირ სტარმერი და ფრიდრიხ მერცი ტერორისტულ თავდასხმას გმობენ და ავსტრალიასა და ებრაულ თემს თანაგრძნობას უცხადებენ.

„ხანუქა ზეიმის და სიხარულის დრო უნდა იყოს. ამაზრზენია ის ამბავი, რომ ბონდის სანაპიროზე მომხდარი თავდასხმა ხანუქას ღონისძიებაზე შეკრებილი ებრაელი ოჯახების წინააღმდეგ განხორციელებული ანტისემიტური ტერორისტული თავდასხმა იყო. გაერთიანებული სამეფო ყოველთვის ავსტრალიისა და ებრაული თემის გვერდით იდგება“, - წერს სტარმერი.

გერმანიის კანცლერი აცხადებს, რომ მომხდარით შოკირებულია.

„მომხდარით აბსოლუტურად შოკირებული ვარ. ეს ჩვენი საერთო ღირებულებების წინააღმდეგ თავდასხმაა. ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ანტისემიტიზმს - აქ, გერმანიაში და მთელ მსოფლიოში“, - წერს მერცი.