1761594490
კირ სტარმერი - აშშ-ის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებით უკრაინის პერსპექტივები გაუმჯობესდება
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის პერსპექტივები გაუმჯობესდება აშშ-ის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებით.
უდიდეს მიღწევად დავასახელებდი იმას, რაც ჩვენ გავაკეთეთ სანქციების თვალსაზრისით. ჩვენ შემოვიღეთ სანქციები ყველა მსხვილი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, შემდეგ ტრამპმა შემოიღო სანქციები ორი მსხვილი ნავთობკომპანიის წინააღმდეგ, ხოლო ევროკავშირმა გამოაქვეყნა თავისი უახლესი სანქციების პაკეტი – და ეს ყველაფერი მოხდა რამდენიმე დღის განმავლობაში. ამან ღრმა გავლენა მოახდინა რუსეთის ეკონომიკაზე“, – აღნიშნა მან.
სტარმერმა ასევე განაცხადა, რომ კვირას ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს, რა დროსაც განიხილეს უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდება.









