ძუძუს კიბოს 7 სიმპტომი, რომელთა იგნორირება ერთი დღითაც არ შეიძლება - პროფესორის გაფრთხილება
1789501348
უახლესი სამეცნიერო მონაცემების თანახმად, კიბოს (საუბარია თითქმის ყველა ტიპზე) ყოველი 10 შემთხვევიდან ერთზე მეტი, შესაძლოა, სწორედ ჭარბ წონასთან იყოს დაკავშირებული. აღსანიშნავია ისიც, რომ ეს მაჩვენებელი აქამდე არსებულ ვარაუდებს თითქმის 2-ჯერ აღემატება.
კვლევა გერმანიის სიმსივნის კვლევის ცენტრის სპეციალისტების ჯგუფმა ჩატარდა. მათ სურდათ გაეგოთ, რამდენად დიდი იყო სხეულის წონასა და ონკოლოგიურ დაავადებებს შორის კავშირი. ამის გასარკვევად, მეცნიერებმა გაერთიანებული სამეფოს ბიობანკის მონაცემები გააანალიზეს. მასში მონაწილეობას ნახევარ მილიონამდე ადამიანი იღებდა. მათი საშუალო ასაკი 57 წელი იყო. ქალები საერთო რაოდენობის 53,3%-ს შეადგენდნენ. დაკვირვების პროცესი 12 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ პერიოდში სიმსივნის დიაგნოზი 50 ათასზე მეტ ადამიანს დაუსვეს.
კვლევა გამორჩეული იყო იმითაც, რომ ექსპერტები მხოლოდ სხეულის მასის ინდექსს BMI-ის არ დაეყრნდნენ. BMI-ი წონისა და სიმაღლის მიხედვით გამოითვლება - სხეულის წონა კილოგრამებში იყოფა სიმაღლის კვადრატზე, რომელიც მეტრებშია გამოსახული. მაგალითად თუ თქვენი წონაა 70 კგ, ხოლო სიმაღლე 1.75 სმ, თქვენი BMI გამოითვლება ასე: 70 : (1.75 X 1.75) = 22.85.
თუ BMI (სხეულის მასის ინდექსი) 16-ზე ნაკლებია - ეს წონის მწვავე დეფიციტზე მიუთითებს...
2) 16-დან 18.5-მდე - წონის დეფიციტი;
3) 18.5-დან 25-მდე - ნორმალური წონა;
4) 25-დან 30-მდე - ზედმეტი წონა;
5) 30-ზე მეტი - ჭარბი წონა;
თუმცა, BMI-ი ვერ გვაჩვენებს იმას, თუ სხეულის რომელ ნაწილზე გროვდება ცხიმი და რა წილი უჭირავს ცხიმოვან ქსოვილს კუნთოვან მასასთან შედარებით. შესაბამისად, ანალიზის დროს ისინი მხოლოდ სხეულის მასის ინდექსს არ დაეყრდნენ. მათ დამატებით მონაწილეთა წელისა და თეძოს გარშემოწერილობა, ასევე, ამ მაჩვენებლების თანაფარდობაც შეისწავლეს. მიღებული შედეგები მათ იმის განსაზღვრაში დაეხმარათ, თუ რამდენად სწორედ ნაწილდებოდა ცხიმი სხეულში.
ასეთი მიდგომა მნიშვნელოვანია, რადგან ცხიმის დაგროვების ადგილსა და ორგანიზმის მეტაბოლურ მდგომარეობას ადამიანის ჯანმრთელობაზე უდიდესი ზეგავლენა აქვს. შედეგებმა აჩვენა, რომ ონკოლოგიური დაავადებების საერთო შემთხვევების 10 პროცენტზე მეტი, შესაძლოა, სწორედ ჭარბ წონასთან იყოს დაკავშირებული. მარტივი სიტყვებით რომ ვთქვათ, კიბოს ყოველი 10 შემთხვევიდან ერთზე მეტი, შესაძლოა, ჭარბ კილოგრამებს უკავშირდებოდეს.მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ეს მაჩვენებელი არ ნიშნავს, თითქოს კიბოს ყველა ტიპი აუცილებლად ჭარბი წონის გამო ვითარდება. მონაცემები ეყრდნობა ნახევარ მილიონ ადამიანზე ჩატარებულ კვლევას.
საინტერესოა ისიც, რომ მიღებული მონაცემები ქალებსა და კაცებში განსხვავდებოდა. ანალიზის მიხედვით,ზედმეტი კილოგრამებით გამოწვეული კიბოს შემთხვევების სავარაუდო წილი ქალებში უფრო მაღალი იყო, ვიდრე კაცებში. მეცნიერებმა შენიშნეს ისიც, რომ 60 წელს ზემოთ ასაკში სხეულის ჭარბ ცხიმსა და კიბოს შემთხვევების შორის კავშირი შესაძლოა, უფრო მკვეთრი იყოს. ეს არ ნიშნავს, რომ 60 წელს გადაცილებულ ადამიანებს რისკი არ აქვთ - საუბარია კავშირის შედარებით ძლიერ გამოვლენაზე.
აღსანიშნავია ისიც, რომ ზედმეტი კილოგრამები მხოლოდ ონკოლოგიური დაავადებების განვითარების რისკთან არ არის დაკავშირებული. მას შეუძლია გავლენა მოახდინოს ორგანიზმის სხვადასხვა სისტემის მუშაობაზე და გაზარდოს არაერთი ქრონიკული დაავადების განვითარების ალბათობა. ისეთები როგორებიცაა, ტიპი 2 დიაბეტი, მაღალი არტერიული წნევა, ღვიძლის გაცხიმოვნება, გულ-სისხლძარღვთა და კუჭ-ნაწლავის პრობლემები... ასევე ძილის აპნოე – ეს არის მდგომარეობა, რომლის დროსაც ძილის დროს სუნთქვა ეპიზოდურად წყდება.