თამო ვაშალომიძე წითელ ხალიჩაზე მომხდარ ინციდენტზე კომენტარს აკეთებს
1788637905
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სამხრეთიდან კარგი ამბები მოდის, უკრაინის დამცველებმა უკვე 41 დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.
„დღეს კარგი ამბებია სამხრეთიდან. უკრაინის დროშების რიცხვი, რომლებიც უბრუნდება თავის კუთვნილ ადგილს, მიმდინარე თავდაცვითი ოპერაციის ფარგლებში, უკვე ათეულობით გაიზარდა. გათავისუფლებულია 41 დასახლებული პუნქტი.
მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს გმირს, ვინც უზრუნველყოფს ამ წინსვლას. შეიარაღებული ძალები, დაზვერვა, სპეცსამსახურები - ყველა. მადლობა, ბიჭებო“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.