„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
1776789952
კაპიტოლიუმში პოლიციამ ათობით ვეტერანი და სამხედროების ოჯახის წევრი დააკავა. ვაშინგტონში პროტესტის მიზეზი ირანთან მიმდინარე საომარი მოქმედებები გახდა. დემონსტრანტებმა ქენონის სახელობის ადმინისტრაციული შენობის როტონდა დაიკავეს, რასაც სამართალდამცავების მხრიდან რეაგირება მოჰყვა.
ამერიკული მედია წერს, რომ დაკავებულთა შორის, რომელთა რაოდენობა სულ მცირე 62 შეადგენს, რამდენიმე ვეტერანთა ორგანიზაციის წარმომადგენელიცაა. დემონსტრაციის დროს მომიტინგეებს ხელში წითელი ტიტები ეჭირათ, რითაც პატივი მიაგეს აშშ-ის იერიშების შედეგად დაღუპულ ირანელებს. ასევე გამართეს ცერემონია დროშის გამოყენებით ომში დაღუპული 13 ამერიკელი სამხედროს პატივსაცემად.
აქციის მონაწილეები წარმომადგენელთა პალატის სპიკერისგან, მოითხოვდნენ საჯარო პირობას, რომ კონგრესი ომის დაფინანსებას შეწყვეტს