1776796786
„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს აფრთხილებს
22 აპრილს 11:00-დან 19:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟებოტა, ლელოვანი, თეთრახევა, თეგერაანები და მიმდებარე სოფლებში. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
კომპანიის ცნობით, 22 აპრილს, 11:00-დან 15:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ცხვარიჭამია, კევლიანი, თეზამი, ლელუბანი და მიმდებარე სოფლებში; 11:30-დან 20:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: საგურამო, ახალსოფელი, ჭყანტი ქედი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-დან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: მუხრანი, ვარდისუბანი, ქსოვრისი, ძველი ქანდა და მიმდებარე სოფლებში; 12:30-დან 19:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში: ჟინვალი, ქვემო არანისი, ჩიხაანი, ჩინთი და მიმდებარე სოფლებში; 13:00-დან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში სოფელ გლდანში, მამკოდაში, ავჭალის მასივსა და მიმდებარე სოფლებში; 14:00-დან 18:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში, ჩარგალეთში, ქედის უბანსა და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.












