უფასო ფაკულტეტების სია გამოქვეყნდა
1754386282
კანადამ ღაზის სექტორს ათ ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიაწოდა საჰაერო გზით. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას მედია კანადის მთავრობაზე დაყრდნობით ავრცელებს.
პარალელურად, ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ დღის განმავლობაში, სულ მცირე, რვა ქვეყანამ მიიღო მონაწილეობა ღაზის სექტორისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდების პროცესში. მათივე ინფორმაციით, საჰაერო გზით ღაზაში დღეს 120 ტონა საკვები ჩავიდა.
ცნობისთვის, კანადამ პირველად მიიღო მონაწილეობა მსგავს ოპერაციაში, რომელიც მიზნად ისახავს პალესტინელი მოსახლეობისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი დახმარების მიწოდებას.