სამი ლოცვა, რომელიც მარიამობას უნდა წაიკითხოთ
1756323725
ისრაელის თავდაცვის ძალებმა პალესტინელებს აცნობეს, რომ ქალაქ ღაზის ევაკუაცია „გარდაუვალია“.
„ბიბისის“ ცნობით, სოციალურ ქსელ X-ში გამოქვეყნებულ პოსტში ისრაელის არმიის სპიკერმა განაცხადა, რომ ოჯახები, რომლებიც ღაზის სამხრეთში გადაინაცვლებენ, „ყველაზე გულუხვ ჰუმანიტარულ დახმარებას“ მიიღებენ.
თვითმხილველების თქმით, ღამის განმავლობაში ისრაელის ტანკები ქალაქ ღაზის ახალ რაიონში შეიჭრნენ, რაც ქალაქის დატოვებას მოსახლეობის კიდევ უფრო დიდ ნაწილს აიძულებს. ევაკუაციის მოწოდება იმ ფონზე გაისმა, როცა აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს, თეთრ სახლში გამართოს შეხვედრა, რომელზეც ომის შემდგომი ღაზის სექტორის ხედვა უნდა განიხილონ.
ცნობისთვის, აგვისტოს დასაწყისში ისრაელმა გამოაცხადა, რომ ქალაქ ღაზის დაკავებას აპირებს. ეს ქალაქი „ჰამასის“ ბოლო დასაყრდენად ითვლება. გაერომ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ ისრაელის შეტევას ქალაქ ღაზაზე „საშინელი ჰუმანიტარული შედეგები“ მოჰყვება.