იარაღები, მანქანები და დიდძალი ქონება - ვინ არის გიორგი ქემოკლიძე, რომელიც სუს-მა დააკავა?
1760100600
ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი ეიალ ზამირი ღაზის სექტორს, ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელთან, სტივ უიტკოფთან, ცენტრალური სარდლობის ხელმძღვანელთან, ადმირალ ბრედ კუპერთან და თეთრი სახლის მრჩეველთან, ჯარედ კუშნერთან ერთად ჩავიდა.
მედიის ინფორმაციით, ეიალ ზამირი აშშ-ის წარმომადგენლებთან და ისრაელელ გენერლებთან ერთად სამხედრო ბაზაზე იმყოფებოდა და ისრაელის არმიის ოფიცრების შეფასებებს ისმენდა.
ისრაელისა და „ჰამასის“ სამშვიდობო შეთანხმების მხარდასაჭერად კი ამერიკელი ჯარისკაცები ისრაელში იმყოფებიან.
„ეიბისი ნიუსის“ ინფორმაციით, ამერიკელი სამხედროების 200-კაციანი სამუშაო ჯგუფი ადგილზე 12 ოქტომბერს შეიკრიბება. ისინი მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმების მონიტორინგის მიზნით ერთობლივ საკონტროლო ცენტრს შექმნიან, თუმცა ღაზაში ამერიკელი ჯარისკაცების შესვლა არ იგეგმება.