1000 ლარი სემესტრულად სტუდენტებისთვის - ვის დააფინანსებს მერია
1781794505
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა გიდეონ საარმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ის ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან კაია კალასთან ყველა კონტაქტს წყვეტს.
როგორც საარმა განმარტა, ეს ნაბიჯი გამოწვეულია იმით, რომ რამდენიმე დღის წინ კალასმა მექსიკაში ვიზიტის დროს ისრაელი სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში ადრე მოქმედ აპარტეიდის რასისტულ რეჟიმს შეადარა.
„ქალბატონი კაია კალასი - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში - უკვე რამდენი ხანია ისრაელის სახელმწიფოს მიმართ ავლენს უხეშ უსამართლობას. ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, რომ მექსიკაში ვიზიტის დროს მან ისრაელი აპარტეიდის რასისტულ რეჟიმს შეადარა, რომელიც სამხრეთ აფრიკაში იყო. მადლობას ვუხდი ევროპის ყველა იმ არჩეულ წარმომადგენელს, რომელმაც მისი ეს განცხადება დაგმო, თუმცა დღემდე მას ეს არ უარუყვია და არც განუმარტავს თავისი განცხადება.
ამიტომ, როგორც ისრაელის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი, სხვა არჩევანი არ მაქვს, გარდა იმისა, რომ გავწყვიტო ყველა კონტაქტი ქალბატონ კალასთან მანამ, სანამ ის თავის სისხლიან ბრალდებას უკან არ წაიღებს, რომელიც მიმართული იყო მსოფლიოში ერთადერთი ებრაული სახელმწიფოს წინააღმდეგ და რომელიც ახლო აღმოსავლეთში ერთადერთი დემოკრატიაა. ზუსტად ამას ვაკეთებ ახლა“, - დაწერა საარმა.
