ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელში ბოლო 24 საათში 192 ადამიანი დაშავდა

ისრაელი

საჰაერო იერიშების შედეგად ისრაელში ბოლო 24 საათში 192 ადამიანი დაშავდა, – ამის შესახებ ისრაელის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული.

სამინისტროს ცნობით, დაშავებულთაგან ოთხი საშუალო სიმძიმისაა, ხოლო 177-ს მსუბუქი დაზიანებები აღენიშნება. დარჩენილი 11 ადამიანის შესახებ კი სამინისტროს ზუსტი კომენტარი არ გაუკეთებია.

ასევე, როგორც ცნობილია, ირანთან კონფლიქტის დაწყების შემდეგ ამ დრომდე სულ 3 727 ადამიანი იყო ჰოსპიტალიზებული.