ვინ არის 21 წლის ლამაზმანი, რომლის გარეგნობამ ინტერნეტი ააფეთქა - ექსკლუზიური ინტერვიუ
1775504770
ირანში პოლიციის განყოფილებაზე თავდასხმას 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის ელიტარული კორპუსის ოთხი წევრი.
თავდამსხმელები იმალებოდნენ მლოცველებს შორის მეჩეთის მახლობლად ქალაქ ზაჰედანში, სისტამ-ბალუჩესტანის პროვინციის დედაქალაქში, შემდეგ კი მიმდებარე პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ.
პროვინციის გუბერნატორმა ჰოსეინ მოდარესმა განაცხადა, რომ დაიღუპა 19 ადამიანი. ასევე, დაშავდა 32 პოლიციელი.
უცნობია, უკავშირდება თუ არა თავდასხმა ქვეყნის მასშტაბით გამართულ ანტისამთავრობო გამოსვლებს, რომელიც ქურთი ქალის მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო და უკვე 16 დღეა გრძელდება.