ირანსა და ლიბანში მიმდინარე ომის შედეგად, იძულებით გადაადგილებულია 4.25 მილიონზე მეტი ადამიანი – ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების მიხედვით, ირანსა და ლიბანში მიმდინარე ომის შედეგად, 28 თებერვლიდან დღემდე იძულებით გადაადგილებულია 4.25 მილიონზე მეტი ადამიანი.

კერძოდ, ანგარიშის თანახმად, ირანში იძულებით გადაადგილებულთა რაოდენობა დაახლოებით 3.2 მილიონს აღწევს, ხოლო ლიბანში ეს მაჩვენებელი ერთ მილიონს აჭარბებს.

ორგანიზაციამ ასევე გამოაქვეყნა მონაცემები კონფლიქტში ჩართულ ქვეყნებში დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ.

კერძოდ, ირანში დაღუპულია 2362, ხოლო დაშავებულია 32 314 ადამიანი. ლიბანში დაღუპულია 1739, ხოლო დაშავებულია 5873 ადამიანი. ერაყში დაღუპულია 109, ხოლო დაშავებულია 300 ადამიანი. ისრაელში დაღუპულია 24, ხოლო დაშავებულია 7183 ადამიანი.