ირანს აღდგენის პროცესის დაწყება შეუძლია. ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა - დონალდ ტრამპი

ტრამპ

 აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თავის სოციალურ ქსელში ირანთან დადებულ ორკვირიან ზავს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ისლამურ რესპუბლიკას აღდგენის დაწყება უკვე შეუძლია.

„დიდი დღე მსოფლიო მშვიდობისთვის! ირანს უნდა, რომ ეს მოხდეს. მისთვის და ჩვენთვისაც, საკმარისია! ამერიკის შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეში მოძრაობის აღდგენას დაეხმარება. იქნება უამრავი პოზიტიური ქმედება! გაკეთდება დიდი ფული. ირანს აღდგენის პროცესის დაწყება შეუძლია. ჩვენ მარაგებს აღვადგენთ და „ახლოს ვიმოძრავებთ“, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი კარგად მიმდინარეობს. დარწმუნებული ვარ, რომ იქნება ისე, როგორც აშშ-ში ველით. ეს იქნება ახლო აღმოსავლეთის ოქროს ხანა!!!“, - დაწერა ტრამპმა.

ცნობისთვის, გუშინ აშშ-მა და ირანმა პაკისტანის შუამავლობით ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას მიაღწიეს. მხარეები შეთანხმდნენ, რომ ორი კვირის განმავლობაში ისინი 10-პუნქტიან სამშვიდობო გეგმაზე იმუშავებენ. პირველი შეხვედრა აშშ-სა და ირანის წარმომადგენლებს შორის ისლამაბადში 10 აპრილს გაიმართება.