1777062357
დააკავეს სპეცრაზმელი, რომელმაც მადუროს წინააღმდეგ დაგეგმილ ოპერაციაზე ფსონების დადებით 400 ათასი დოლარი გამოიმუშავა
აშშ-ის სპეცდანიშნულების რაზმის ჯარისკაცი, რომელიც ნიკოლას მადუროს დაკავების ოპერაციაში მონაწილეობდა, დააკავეს ამავე ოპერაციაზე ფსონის დადების ბრალდებით, რამაც მას, საქმეში ჩახედული პირის ინფორმაციით, $400 000-ის ოდენობის მოგება მოუტანა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
ამ უჩვეულოდ დიდმა ფსონმა სამართალდამცველების ყურადღება თითქმის მყისიერად მიიპყრო.
ტრეიდერმა ანგარიში დეკემბრის ბოლოს გახსნა Polymarket-ზე. მან დაახლოებით $32 000 დადო იმაზე, რომ იანვრისთვის მადურო პოსტს დატოვებდა. ამ ფსონის მოგების შანსი ძალიან დაბალი იყო.
ფსონის დადებიდან მალევე, აშშ-ის სამხედროებმა საიდუმლო ოპერაცია წამოიწყეს, რომლის დროსაც, ღამის საათებში და ძლიერი ცეცხლის ქვეშ, მადუროს ექსტრადიცია კარაკასში მდებარე საპრეზიდენტო სასახლიდან განხორციელდა.
მადურო ნიუ-იორკში გადაიყვანეს, სადაც მას ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან დაკავშირებული ფედერალური ბრალდებები წარედგინა. მან თავი დამნაშავედ არ ცნო.











