იწყება 7-წლიანი ეპოქა, რომელიც სამყაროს წესებს შეცვლის - ასტროლოგის პროგნოზი

ურანი

ასტროლოგი და ფსიქოლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში პერიოდულად პოსტებს აქვეყნებს, სადაც ასტროლოგიურ პროგნოზსა და გლობალური თემებს მიმოიხილავს. ამჯერად ლობჯანიძემ ახალი სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც პლანეტა ურანის ტყუპებში გადასვლაზე ისაუბრა.

როგორც თავად აღნიშნავს, ეს იქნება სიმართლისა და დეზინფორმაციის უსასტიკესი ბრძოლა! გარდა ამისა, ასტროლოგი პროგნოზირებს, რომ მსოფლიოში არსებული ზოგიერთი გაერთიანება დაიშლება და წარსულს ჩაჰბარდება:

„ეპოქალური გადასვლის წინაშე იქნება კაცობრიობა დამდგარი პლანეტა ურანის გადაბრძნაბებით ტყუპების ზოდიაქოს ნიშანში.

ეს ტრანზიტი მიმდინარე წლის 26 აპრილს დაიწყება და გასტანს მომდევნო 7 წელი.

სწორედ ამ ამბებზე ვისაუბრებ ვრცლად დღევანდელ პოსტში:

ზოგადად, ცის კაბადონზე პლანეტა ურანი ასოცირდება რევოლუციურ სცენართან, ესაა შოკი, მოულოდნელობა, ტექნოლოგიური პროგრესი, ინოვაცია, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა.

ტყუპები განეკუთვნება მუტაბელურ ფენას, სტიქია ჰაერი.

მის წიაღში შედის კონტაქტები, კომუნიკაციის სხვადასხვა ფორმები, მარკეტინგი, საგანმანათლებლო საკითხები, მასმედია, ტურიზმი და ა.შ.

ამ სინერგიით კი მომდევნო 7 წლის მანძილზე სისტემური რეფორმებია მოსალოდნელი ყველა ჩამოთვლილ სფეროში.

თქვენ ნახავთ კიდევ უფრო დიდი რაოდენობით დანერგილ ონლაინ სასწავლებლებს. არაა გამორიცხული, რომ შეიქმნას დისტანციური მომსახურების ცენტრები.

ცვლილებები იქნება განათლების სამინისტროშიც. ბევრი რამ იქნება ამოღებული, ისევე, როგორც დამატებული.

სოციალური მასმედია არნახული ძალით წამოიწევს წინა ხაზზე! შეიქმნება ახალი და განსხვავებული პლატფორმები.

ყველა ვარიანტში ვიხილავთ ხელოვნური ინტელექტის ,,ზე გაუმჯობესებულ“ ვერსიებს.

დიდი ალბათობით, ენისა და კომუნიკაციის ბარიერები ნელ-ნელა და დროთა განმავლობაში გაქრება სხვადასხვა ერებს შორის.

ამ ყველაფრის საწყისი წერტილი კი სწორედ აღნიშნული ტრანზიტია.

უამრავი მედია საშუალება გაიფილტრება და დაემშვიდობება არსებობას. ბევრ მათგანს მოუწევს რებრენდინგი.

ინფორმაციები გავრცელდება კიდევ უფრო სწრაფად და დიდი მასშტაბით!

როგორც ჩემი უცხოელი კოლეგა მეცნიერები ამბობენ და მე სრულად ვეთანხმები მათ, ეს იქნება სიმართლისა და დეზინფორმაციის უსასტიკესი ბრძოლა!

შანსია, რომ ბევრ ქვეყანაში განათლების სისტემა დაიშალოს და ახლიდან აეწყოს!

რამდენად მზად არიან ჩვენთან ამისთვის ეს სხვა თემაა ...

თქვენ დაინახავთ ახალ მულტიფუნქციურ სატრანსპორტო მოწყობილობებს.

2024 წლიდან მოყოლებული ინტენსიურად იტესტება საჰაერო მარშუტის ვერსიები და 2033 წლამდე კიდევ მკვეთრად ჩაეშვება მსგავსი ტიპის პროექტები გეგმაში.

ყურადღება მიექცევა სახელმწიფოებს შორის ხელახალ სადემარკაციო ხაზებსაც.

დაძმობილდება ზოგიერთი ქვეყანა, ხოლო ზოგი გაერთიანება უბრალოდ დაიშლება და ჩაბარდება წარსულს.

ვიხილავთ ახალ მოკავშირეებს და ბუნებრივია, მტრებსაც.

უეცარი და მოულოდნელი იქნება დიდი ორგანიზაციების ჩამოშლა. ნანგრევებზე კი ახლის აგება.

ნუ გაგიკვირდებათ, თუ მტრები მეგობრებად გადაიქცევიან, ხოლო მეგობრები მოქიშპე მხარეებად.

ასე რომ ნამდვილად არ მოვიწყენთ!

სხვადასხვა დროებსაც რომ გადავხედოთ, როცა ურანი ტყუპების ნიშანს გადიოდა მაშინ იღვიძებდა მასობრივი კომუნიკაციის თემები და გადავდიოთ სხვა რელსებზე.

ახლაც, დაახლოებით, ანალოგიური წლები ელოდება წინ დედამიწას.

სად იქნება სასიკეთოდ გამავალი გზები და სად არა, ამაზე შეიძლება ცალკე საუბარი და ისედაც, ბევრმა თქვენგანმა უნდა განსაზღვროს თუ რა მიიღოს აქედან და რაზე თქვას უარი.

მაინც, გააჩნია განვითარებას და პროცესს, საით წავა საბოლოოდ მოვლენები.

შეგახსენებთ, რომ პლანეტა ურანს შვიდწლიანი ციკლები აქვს.

ბოლოს იგი კუროს ნიშანში მოძრაობდა 2018 წლიდან, გასულ წელს შემოვიდა ტყუპებში, ახლა კი სრული ძალით აქ იმოძრავებს.

ურანმა კუროში მთელი დედამიწა გადაიყვანა ელექტრონულ ვალუტაზე.

მის ტრანზიტზე დაჯდა ციფრული ფულის გააქტიურების საკითხებიც, ბრძოლა მიწებისთვის, ეკონომიკური ამბოხი რიგ სახელმწიფოებში და სხვა ...

ახლა მომდევნო ნიშნის დროა და მჯერა, რომ მრავალი თქვენგანი სწორ მხარეს აღმოჩნდება!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.