ირანის პორტში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 40-მდე გაიზარდა

ირანი

ირანის პორტში მომხდარი აფეთქების შედეგად 40 ადამიანია დაღუპული. დაშავებულთა რაოდენობა 1200-ს აჭარბებს. ადგილზე სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე მიმდინარეობს.

აფეთქება პარასკევს შაჰიდ რაჯაის სახელობის პორტში მოხდა, სადაც ქიმიური ნივთიერებებით დატვირთული კონტეინერები ინახებოდა. მომხდარის გამო 28 აპრილი ირანში საყოველთაო გლოვაა გამოცხადებული.