ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს: თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს, მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს

ნნჯ

 ირანის პარლამენტის სპიკერი დონალდ ტრამპს მოუწოდებს, სახიფათო თამაში დაასრულოს. ის სოციალურ ქსელში წერს, რომ თეთრი სახლის ლიდერი ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ბრძანებებს ასრულებს, თუმცა ომის დანაშაულების ჩადენით ვერაფერს მიაღწევს.

„თქვენი დაუფიქრებელი ნაბიჯები ჯოჯოხეთში ითრევს თითოეულ ოჯახს და მთელი ჩვენი რეგიონი დაიწვება, რადგან თქვენ დაჟინებით ასრულებთ ნეთანიაჰუს ბრძანებებს. არ შეცდეთ: ომის დანაშაულებით ვერაფერს მიაღწევთ. ერთადერთი რეალური გამოსავალი ირანელი ხალხის უფლებების პატივისცემა და ამ სახიფათო თამაშის დასრულებაა“, - აცხადებს ირანის პარლამენტის სპიკერი.