„დღეს ბათუმმა ყველაზე ლამაზი გოგო დაკრძალა...“ - ლიზი მოისწრაფიშვილი უკანასკნელ გზაზე გააცილეს
1786825142
ინდონეზიაში 7.7 მაგნიტუდის სიმძლავრის ძლიერ მიწისძვრას სულ მცირე 51 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
სტიქიის შედეგად დაზიანდა ინფრასტრუქტურა, ჩაიკეტა გზები და რეგიონში ათასობით ადგილობრივი გახდა იძულებული, საცხოვრებელი სახლები დაეტოვებინა.
აღმოსავლეთ ნუსა-ტენგარას პროვინციაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის ცნობით, 36 ადამიანი დაშავდა, 77-მა კი მსუბუქი დაზიანებები მიიღო.
სტიქიას თან ახლდა ძლიერი მეორადი ბიძგებიც.
მომხდარი, მომაკვდინებელი სტიქიაა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ამ ქვეყნისთვის 2022 წლის შემდეგ.
სტიქიის პრევენციის სააგენტო BNPB-ის ინფორმაციით, სიკკას რეგიონში 3 300-ზე მეტი ადამიანი თვითევაკუირებულია ან სპორტულ არენებზეა განთავსებული.
მოსახლეობის დიდი ნაწილი ღამეს დანგრეული სახლების მიმდებარედ, კარვებსა და ვერანდებზე ათევს.
რეგიონში მობილიზებულია 3 500-ზე მეტი სამხედრო და პოლიციელი, ხოლო სამაშველო ჯგუფები ცდილობენ მეწყერის შედეგად ჩაკეტილ ზონებამდე მიღწევას.
წინასწარი მონაცემებით, რეგიონში 1 300-ზე მეტი სახლია დაზიანებული. ელექტროენერგიის გათიშვის გამო მწყობრიდანაა გამოსული ათობით ბენზინგასამართი სადგური, ადგილობრივი ხელისუფლება კი პროვინციაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას განიხილავს.