მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
სამხრეთ ინდოეთის შტატში, ტამილ ნადუს შვიდი სოფლის მცხოვრებლები ამბობენ, რომ ყვითელი "გიჟი" ჭიანჭველების შემოტევისგან იტანჯებიან.
როგორც მოსახლეობა ამბობს, მწერები საფრთხეს უქმნის მათ ცხოვრების წესს, თავს ესხმის პირუტყვს და ამცირებს მოსავალს.
ბუნების დაცვის საერთაშორისო ასოციაციის ინფორმაციით, ყვითელი ჭიანჭველა მსოფლიოს ყველაზე საშიში ინვაზიური სახეობაა.
"მათ არ აქვთ კვების პრეფერენციები. ისინი ჭამენ ყველაფერს", - ამბობს დოქტორი, ენტომოლოგი, ბაიდია, რომელმაც კვლევა ჩაატარა, ყვითელ გიჟ ჭიანჭველებზე, მისივე თქმით, ისინი "ოპორტუნისტული სახეობები" არიან.