1756378082
ინდოეთის სოფელში იშვიათი იურული პერიოდის ნამარხი აღმოაჩინეს, რომლის ასაკი 200 მილიონ წელს აღემატება

ინდოელმა მკვლევრებმა, რაჯასტანის დასავლეთ შტატშის ერთ-ერთ სოფელში, იშვიათი იურული პერიოდის ნამარხი აღმოაჩინეს, სადაც ნიანგის მსგავსი სახეობის ძვლები იყო. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
მკვლევარების თქმით, გაქვავებული ძვლები, რომელიც ფიტოზავრად არის ცნობილი, 1,5-დან 2 მეტრამდე სიგრძისაა და, სავარაუდოდ, 200 მილიონ წელზე მეტი ასაკისაა.
მედიის ინფორმაციით, ნეშტი ჯაისალმერის რაიონში, მეგას სოფელში, შტატის წყლის რესურსების დეპარტამენტში მომუშავე უფროსმა ჰიდროგეოლოგმა, დოქტორმა ნარაიანდას ინჰიამ და მისმა გუნდმა აღმოაჩინეს.
ინჰიამ BBC-ს განუცხადა, რომ ამ ადგილას შესაძლოა კიდევ უფრო ბევრი ნამარხი იყოს დამალული.