ინდიანაში სროლას 2 მოზარდი ემსხვერპლა

ინდიანა სროლა

ინდიანას შტატში სროლას 15 და 16 წლის მოზარდები ემსხვერპლნენ. თავდასხმა ქალაქ ინდიანაპოლისში მოხდა.

ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 5 ადამიანი. თავდასხმის მოტივი ამ დრომდე უცნობია. სამართალდამცველებმა ჯერჯერობით ვერც თავდამსხმელის ვინაობა დაადგინეს.