მძღოლი დაჯარიმდება 100, 200 და 300 ლარით, ასევე დააკლდება ქულები - რეგულაციის დეტალები
1794996190
ტრაგიკული შემთხვევა იტალიაში - ერთ-ერთ ქალაქში დაგორებული მანქანა, რომელშიც მძღოლი არ იჯდა, საბავშვო ბაღის ეზოში შევარდა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, შემთხვევის შედეგად, გარდაიცვალა 4 წლის ბავშვი. არიან დაშავებულებიც.
გამოძიების ცნობით, მანქანის მეპატრონე ახალგაზრდა ქალია, რომელმაც ერთი შვილი მანქანაში დატოვა, ხოლო მეორის გამოსაყვანად ბაღში შევიდა.
საქმეზე დაწყებულია გამოძიება.
