„7 ივლისიდან ნამდვილი ზაფხული დაიწყება...“ - ივლის-აგვისტოს ამინდის პროგნოზი
1751551130
ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო ოპერაციის შედეგად დილის შემდეგ 73 ადამიანი დაიღუპა.
არაბული მედიის ინფორმაციით, სულ მცირე 33 ადამიანი ჰუმანიტარული დახმარების განაწილების ცენტრთან და სატვირთო ავტომობილების ლოდინის დროს მოკლეს.
სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ ბეით ლაჰიაში ისრაელის თავდასხმის შედეგად.
არაბული მედიის თანახმად, თავდასხმა მოხდა მუსტაფა ჰაფეზის სკოლაზე, რომელსაც ღაზის ქალაქის დასავლეთით იძულებით გადაადგილებული პირები აფარებდნენ თავს. აღნიშნულ ტერიტორიაზე 11 ადამიანი დაიღუპა.
გავრცელებული ცნობით, ისრაელის საჰაერო დარტყმების შედეგად, ღაზის სექტორის სამხრეთ ქალაქ ხან იუნისის მახლობლად, ალ-მავასის რაიონში მდებარე კარავი დაიბომბა, სადაც 13 ადამიანი დაიღუპა.
პარალელურად, ისრაელის არმიაში აცხადებენ, რომ ისრაელის ჯარებმა დაარტყეს დაახლოებით 150 „ტერორისტულ სამიზნეს“ მთელ ღაზის სექტორში, მათ შორის მებრძოლებს, მიწისქვეშა მარშრუტებს, სამხედრო ინფრასტრუქტურასა და იარაღს.