გერმანიის ვიცე-კანცლერი: უკრაინაში გერმანელი ჯარისკაცების განლაგებაზე დებატები ნაადრევია

ნკ

გერმანიის ვიცე-კანცლერმა, ლარს კლინგბაილმა გააკრიტიკა უკრაინაში სამშვიდობო ოპერაციებში გერმანელი ჯარისკაცების შესაძლო განლაგების შესახებ მიმდინარე დებატების დრო. ინფორმაციას ამის შესახებ გერმანული მედია ავრცელებს.

„ჯერ ძალიან ადრეა ასეთ კითხვებზე პასუხის გაცემა“, - განაცხადა კლინგბაილმა.

მისი თქმით, „ჯერ უნდა დაველოდოთ, მოხდება თუ არა რეალურად სამშვიდობო შეთანხმება უკრაინასა და რუსეთს შორის. ამასთან, გაურკვეველია, ნამდვილად სურს თუ არა რუსეთის პრეზიდენტს სერიოზული სამშვიდობო მოლაპარაკებები“.

თუმცა, თუ მშვიდობა დადგება, უკრაინას ახალი თავდასხმებისგან დაცვა დასჭირდება.

„პირველ რიგში, ამისთვის საჭიროა ძლიერი უკრაინული არმია. შემდეგ კი განვიხილავთ, რა შეიძლება კიდევ გაკეთდეს. მაგრამ გერმანელი ჯარისკაცები იქნებიან თუ არა, ეს საკითხი ახლა არ დგას“, - დასძინა მან.